რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ვარდნა (The Fall)

ტარსემ სინგხის  კაშკაშა ფერებით სავსე ფანტასმაგორიული ფილმი სიყვარულზე, ღალატზე და მეგობრობაზე.

,,შავი ავაზაკი”, მონობას გამოქცეული ფერადკანიანი ოტტა ბენგა, ინდოელი ბრძენი, იტალიელი რევოლუციონერი ლუიჯი და ნატურალისტი ჩარლზ დარვინი – ყველა ეს პერსონაჟები იმ თხრობის გმირები არიან, რომელსაც ჰოლივუდის ტრიუკების ოსტატი როი უყვება პატარა ალექსანდრიას ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. როი ტრავმირებულია და პალატაში წევს, 5 წლის ალექსანდრია კი მისი ფანტასმაგორიული ისტორიების სანაცვლოდ სხვადასხვა დავალებებს ასრულებს.

ბერლინალეს პრიზიორი ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სცენართან და ტარსემ სინგხის ძლიერ რეჟისურასთან ერთად არაჩვეულებრივად კონტრასტული კოსტიუმები და დეკორაციებია, რომელიც ფილმის შიგნით არსებულ ზღაპარში გადასვლის ფონს ქმნის: ზღაპარში, რომელიც ზოგჯერ არღვევს არსებულ რეალობას და გარეთ გამოდის, ანდა პირიქითაც ხდება- ხშირად რეალობა აღწევს ზღაპარში.

რატომ კლავ ყველას ?

,,რატომ კლავ ყველას ?” – ეკითხება პატარა ალექსანდრია სასოწარკვეთილ როის, რომელიც ცრემლიანი თვალებით და ხელში ალკოჰოლის ბოთლით ერთიმეორეს მიყოლებით ანადგურებს თავის გმირებს. მართლაც, ზღაპარი ხომ არ შეიძლება ისეთი მძიმე იყოს, როგორც რეალური ცხოვრებაა. იგი ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ცხოვრებას რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს შანსი…?

ვარდნა (The Fall)
რეჟისორი: ტარსემ სინგხი
2006წ. (აშშ)
The Fall (2006) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
სასამართლო გარჩევა (Showtrial)

სასამართლო გარჩევა (Showtrial)

სერიალი ,,ვიჯილის” შემქმნელებისგან, რომელიც აჩვენებს როგორ მოქმედებს

შემდეგი
Damon Albarn – Royal Morning Blue

Damon Albarn – Royal Morning Blue

Damon Albarn – Royal Morning Blue Album: The Nearer the Fountain, More

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share