მაიკ მილსის მსუბუქი, ნათელი და სევდიანი ფილმი, სადაც ყოველგვარი სწავლებების და მაყურებელზე ზეწოლის გარეშე ნაჩვენებია, რომ არასდროს არ არის გვიან გახდე ის, ვინც გინდოდა ყოფილიყავი.
დედის სიკვდილის შემდეგ ოლივერი მამისგან მოულოდნელ სიახლეს იგებს. როგორც აღმოჩნდება, საზოგადოებაში დაფასებული ადამიანი, მუზეუმის დირექტორი, ადამიანი რომელსაც მშვენიერების შეგრძნება მოზღვავებულად აქვს განვითარებული,
მთელი ცხოვრება გეი იყო. მხოლოდ ამის გაცხადება წინა საუკუნის შუახანებში როგორც ჩანს, არც ისე უსაფრთხო იყო. მან ჯორჯიაზე იქორწინა, რის შედეგად 1965 წელს ოლივერი გაჩნდა. 44 წელი გაატარა ამ ადამიანმა მეუღლესთან ერთად და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ახალი ცხოვრება. ფილმში ორი მთვარი ხაზია: ერთი ასახავს ოლივერის და მამის ურთიერთობას, რომელიც მძიმე დაავადებისგან კვდება, ხოლო მეორე მამის სიკვდილისგან ორი თვის შემდეგ ვითარდება და აღწერს ოლივერის და ფრანგი მსახიობი ქალის გაცნობას და ურთიერთობას. ეს ორი ისტორია ერთმანეთს საოცრად ლამაზად კვეთს და ავსებს.
კრისტოფერ პლამერს აღნიშნულ ფილმში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ოსკარი აქვს მიღებული.