უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით შექმნილი სერიალი ბერზე და მის მოწაფეზე, რომლებიც მონასტერში მომხდარ მკვლელობას იძიებენ.
მოქმედება 1327 წელს ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სამონასტრო კომპლექსში ვითარდება, სადაც გავლენიანი ფრანცისკანელი ბერი- ვილჰელმ ბასკერვილელი და მისი ახალგაზრდა მიმდევარი- ადსონი ჩამოდის. ბერებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ მოლაპარაკებებს რომის პაპს იოანე XXII-ს და ორდენს შორის. ამ უკანასკნელთ აპირებენ ერეტიკოსობაში ამხილონ. უეცრად მონასტერში, რომელიც გარე სამყაროდან და მნახველებიდან მყარი გალავნითაა შემოსაზღვრული, მკვლელობა ხდება. ვილჰელემი და მისი მოწაფე, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, უცნაური მოვლენების მთელი ჯაჭვს აწყდებიან.
რთულია პარლელი არ გაავლო 1986 წლის იგივე სახელწოდების ფილმთან და აღნიშნული სერიალი არ შეადარო. თუ ფილმში წინა პლანზე დეტექტიური ხაზია წამოწეული საეკრანო დროის უქონლობის გამო(რომანი სქელტანიანია და მასში საკმაო ადგილი იმ პერიოდის მოვლენებს, მონასტრის და მისი მობინადრეების აღწერასაც ეთმობა), სერიალში ამ ყველაფრისთვის საკმარისი დროა: ისტორიული ფონიც კარგადაა გაშუქებული, პერსონაჟებიც დეტალურად აღწერილი და არც დეტექტიური ხაზია დავიწყებული.