მარტინ სკორსეზეს ნაკლებად ცნობილი, პირველი სრულმეტრაჟიანი და ყველაზე ავტობიოგრაფიული ფილმი.
ორი ახალგაზრდა: ბიჭი და გოგონა გრძელ სკამზე ზის და ბორანს ელოდება. ბიჭი თითქოს მოწყენილია, გოგონა 1969 წლის ფრანგულ გაზეთს კითხულობს კინოზე. ბიჭი ცალი თვალით გოგონას გაზეთში იყურება, ცალით მას ათვალიერებს. გოგონა გაზეთს წყდება: – წაიკითხეთ, არა ვარ წინააღმდეგი… ესე იწყება ნაცნობობა სკორსეზეს სადებიუტო ფილმში, სადაც ახალგაზრდა იტალო-ამერიკელის ჯეი ერის და მისი მეგობრების მინიატურებითაა ასახული მათი ცხოვრებიდან. მთელი სიუჟეტი ფაქტიურად მთავარი გმირის განცდების, ფანტაზიების და ოცნებების ერთგვარი პროექციაა. ბიჭები ერთობიან, აკოჰოლს ეძალებიან, ჩხუბობენ, აზარტულ თამაშებს თამაშობენ, რევოლვერებს ატრიალებენ და ქალებზე ოცნებობენ.
სკორსეზემ პირველი მოკლემეტრაჟიანი ვარიანტი ჯერ კიდევ 1965 წელს გადაიღო
სკორსეზემ პირველი მოკლემეტრაჟიანი ვარიანტი ჯერ კიდევ 1965 წელს გადაიღო სათაურით «Bring on the Dancing Girls» და შეიცავდა ჩანახატებს ჯეი ერის ცხოვრებიდან. 1967 წელს მას გოგონას ხაზი შემატა და სათაურიც შეეცვალა: «I Call First». ამავე წლის ნოემბერში ფილმი წარდგენილი იყო ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზე. 1968 წელს ფილმი როგორც იქნა იყიდეს და გაავრცელეს, მხოლოდ ერთი პირობით: მასში უნდა ჩამატებულიყო სექსუალური სცენები. რეჟისორი დათანხმდა, უკვე წლებით უფროსი ჰარვი კეიტელი რამოდენიმე სცენაში გადაიღო და ფილმში ჩაამატა.