სტივ მარტინის კომედიური სერიალი ნიუ-იორკის მრავალსართულიანი სახლის მობინადრეებზე, რომლებიც მკვლელობას იძიებენ.
მრავალსართულიანი სახლი მანჰეტენზე. სახლის სამი მობინადრე: ყოფილი მსახიობი(სტივ მარტინი), ყოფილი თეატრის რეჟისორი(მარტინ შორტი) და იდუმალებით მოცული გოგონა(სელენა გომესი) უეცრად აღმოჩნდებიან ჩათრეულები მკვლელობის გამოძიებაში, რომელიც მათ ცხვირწინ ხდება.
ყოველ მათგანს თავისი მიზეზი აქვს გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. ვისთვის ეს პოპულარობის ხელახლა მოპოვების შანსია, ვისთვის მოწყენილობის და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის უებარი საშუალება, ვისთვის კი უბრალოდ პირადი ინტერესი…