კელი ფრემონის სადებიუტო, ოქროს გლობუსის ნომინანტი კომედია ზრდასრულობაში გადასვლის რთულ ხანაზე და სამყაროში ადგილის ძიებაზე.
სიუჟეტის ცენტრში 17 წლის ნადინია, რომელიც არც ისე მიმზიდველია, როგორც სხვები, რომელსაც მეგობრები ფაქტიურად არ ჰყავს, უცნაურობები ახასიათებს და ყოველთვის თავის ძმასთან უწევს პაექრობა მშობლების ყურადღებისათვის. ეს კიდევ არაფერი: მისი უფროსი ძმა, რომელსაც იგი რა თქმა უნდა მთავარ მტრად აღიქვამს, მის ერთადერთ დაქალთან იწყებს შეხვედრას. მთავარი გმირი სასოწარკვეთაში ვარდება ცხოვრების ესეთი მიმდინარეობის გამო, რომელიც სრულიად არათავსებადია მის სულიერ სამყაროსთან…