დევიდ ნიკოლსის საკუთარი რომანის ეკრანიზირება და ტრაგიკომედიური მინი-სერიალი ადამიანზე, რომელიც ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას.
რითია გამოწვეული გაუცხოვება ადამიანების, რომელთაც თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს? რა დგას ამის უკან?
პეტერსონები 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრძნობათა სიმწვავის ნაკლებობას განიცდიან. ერთხელაც კონი ეუბნება თავის მეუღლეს, რომ აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დუგლასისთვის ეს სიახლე მეხის ჩამოვარდნას ჰგავს. იგი ითანხმებს კონის ევროპაში სამოგზაუროდ. იქნებ ამ მოგზაურობით მათ სიყვარულს ახალი მუხტი მიეცეს და გრძნობები დააბრუნდეს. თანაც ეს მოგზაურობა შანსია მის მოზარდ შვილთან – ელბისთან ურთიერთობის დასალაგებლად…