თი ჯეი დოუვის და მაიკლ რინალდის პიესის – ,,კბილის პასტა და სიგარების” მიხედვით გადაღებული რომანტიული კომედია, დენიელ რედკლიფის მონაწილეობით. ოცი წლის უოლესი და შანთრი წვეულებაზე იცნობენ ერთმანეთს. უოლესი ეს ესაა მის გოგოს დაშორდა და კრიზისს განიცდის. მას და შანთრის შორის თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაირბენს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შანთრის შეყვარებული ჰყავს. ისინი აგრძელებენ მეგობრულ ურთიერთობას და აღმოაჩენენ, რომ ბევრი რამე აქვთ საერთო. მაგრამ რამდენად შესაძლებელია მეგობრობა ბიჭს და გოგოს შორის, რომლებსაც ამდენი აქვთ საერთო და თანაც ერთმანეთიც მოსწონთ..?
ფილმა პრემიერის შემდეგ თითქმის ერთი წელი თაროზე გაატარა დიდ გაქირავებაში გაშვების წინ, რადგან რთული გახდა დისტრიბუტორის მოძებნა, აგრეთვე ხელის შემშლელი აღმოჩნდა MPA(Motion Picture Association) -ს პრეტენზიები ფილმის ორაზროვანი სამუშაო დასახელების გამო: «The F Word», სადაც აშკარად იგულისხმებოდა ორი სიტყვა ,,fuck” და ,,friends” ერთდროულად.