ამერიკის ცნობილი კომიკოსის და რეპერის დეივ ბერდის (ფსევდონიმით ლილ დიკი) კომედიური შოუ, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს.
ესაა თავშესაქცევი და ამასთანავე მგრძნობიარე ისტორია ცოტა უცნაური და ცოტაც სასაცილო ადამიანისა, რომელიც ნევროზისგან იტანჯება. იგი თავს ყველა დროის საუკუთესო რეპერად თვლის. მისი აზრით მუსიკალური ინდუსტრია უკვე დიდი ხანია მის ფეხებთან უნდა იყოს დაგებული, უბრალოდ მას ვერ ამჩნევენ და ამას დრო ჭირდება. მიუხედავად გარშემო მყოფების არაერთგვაროვანი რეაქციისა, იგი თავის ჩანაფიქრს არ ატოვებს და თავისი თავის რწმენას არ კარგავს. ესეთი ადამიანისთვის წინაღობა არ არსებობს…