ამერიკული დამოუკიდებელი კინოს რეჟისორის – შონ ბეიკერის (პროექტი “ფლორიდა” ) კანის ოქროს პალმის ნომინანტი ფილმი თანამედროვე ტეხასურ ამერიკაზე და პორნო მსახიობზე, რომელიც ცხოვრებისგან მისი წილი დონატის ფუნთუშას მოკბეჩას ცდილობს.
მაიკ საიბერი ყოფილი პორნო მსახიობია, რომლიც მისი მშობლიური ტეხასის პატარა ქალაქში ბრუნდება ჯიბეში ცენტის გარეშე. აქ არავის უხარია მისი გამოჩენა: არც ყოფილ ცოლს, არც სიდედრს, არც ძველ ნაცნობებს. კონსერვატიულ შტატში არც ისე იოლია ცხოვრება მოიწყო, როცა ესეთი წარსული გაქვს. თუმცა საიბერი თავდაუზოგავად ცდილობს ჩაებას აქაურ ყოველდღიურობაში და ცხოვრებას რამეს გამორჩეს. ერთ დღესაც დონატების კაფეში შესული არასრულწლოვან კონსულტანტ ლილს შეხვდება. მაიკის თავში გეგმა ისახება..
შონ ბეიკერმა თავად დაურეკა მთავარი როლის შემსრულებელს საიმონ რექსს, დაარწმუნა გაეკეთებინა ჩვენების ვიდეოჩანაწერი და გამოეგზავნა მისთვის, შემდეგ დამჯდარიყო მანქანაზე და ტეხასში ჩამოსულიყო, რათა თვითმფრინავებს და კარანტინებს აცდენოდა და სულ რაღაც სამი დღის შემდეგ უკვე გადაღების პროცესში ჩააბა.