პარიზი, მე-13 უბანი (Les Olympiades, Paris 13e) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

პარიზი, მე-13 უბანი (Les Olympiades, Paris 13e)

შავ-თეთრი პარიზი და სიყვარულის სამკუთხედი(ანდა სულაც ოთხკუთხედი) ჟაკ ოდიარისგან.

18 წლის ემილი პარიზის მე-13 უბანში(პარიზული ჩაინა-თაუნი) ცხოვრობს ბებიამისის სახლში და ქოლ ცენტრში მუშაობს. იგი გადაწყვიტავს ერთი ოთახი გააქირაოს და ესე გაიცნობს მის ახალ მეზობელ- კამილს, უნივერსიტეტის ახალგაზრდა პედაგოგს. სულ რაღაც მოკლე დროში ისინი უკვე საწოლში აღმოჩნდებიან.

თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ კამილი დისტანციას იჭერს და თავის ოთახში მისი მეგობარ გოგო მოჰყავს, რაც ემილს ძალიან აღიზიანებს. აქ ეს ისტორია ცოტა ხნით გაწყდება, რომ ფილმში ახალი პერსონაჟი შემოვიდეს- 33 წლის მომხიბვლელი სტუდენტი ბორდოდან- ნორა. ამ სამი(ანდა სულაც ოთხი) საინტერესო ადამიანის ბედი და ცხოვრება უცნაურად გადაიკვეთება პარიზის შავ-თეთრ პეიზაჟებში.

არასდროს იცი რას მოელოდე ჟაკ ოდიარისგან, რომლის მომდევნო ფილმი ალბათ არასდროს ჰგავს წინას. მისი შემოქმედების თემა ყოველთვის მრავალფეროვანია: კრიმინალური დრამის, ექშენის და ვესტერნის შემდეგ 70 წლის რეჟისორი მოულოდნელად შავ-თეთრ და მსუბუქ პარიზულ მელოდრამას იღებს. ფერების ესეთი გადაწყვეტა რეჟისორის სიტყვებით განპირობებულია პარიზის არაკინოგენიალურობით, რასაც ვერ ვიტყვით მის პერსონაჟებზე და იმ ფორმაზე, რასაც ეს გენიოსი შემოქმედი ირჩევს.

პარიზი, მე-13 უბანი (Les Olympiades, Paris 13e)
რეჟისორი: ჟაკ ოდიარი
2021წ. (საფრანგეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მდუმარე ზღვა (The Silent Sea)

მდუმარე ზღვა (The Silent Sea)

სამხრეთკორეული ფანტასტიკური სერიალი კოსმოსზე

შემდეგი
ტურისტი (The Tourist)

ტურისტი (The Tourist)

ბრიტანელი ტურისტი ავსტრალიის ერთ-ერთ მიყრუებულ ჰოსპიტალში მოდის გონს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share