სამხრეთკორეული ფანტასტიკური სერიალი კოსმოსზე.
მომავალში კაცობრიობა წყლის დეფიციტს განიცდის. წყალი მხოლოდ სპეციალური ბარათებით და ისიც ლიმიტირებულად გაიცემა. იმისთვის, რომ პრობლემები გადაჭრან, მთვარის მიტოვებულ ლაბორატორიაში, სადაც რამოდენიმე წლის წინ უბედური შემთხვევის გამო(კატასტროფის ოფიციალურ მიზეზად რადიაციის მაღალი დონე სახელდება) ყველა თანამშრომელი დაიღუპა, ექსპედიციას აგზავნიან. მისიას, რომელმაც ლაბორატორიიდან საიდუმლო ნივთიერების ნიმუშები უნდა წამოიღოს, კაპიტანი ხანი და ასტრობიოლოგი სონი ხელმძღვანელობს. უკანასკნელის და იმ ავადსასხენებელ ლაბორატორიაში დაიღუპა.
მთვარეზე ექსტრემალურად დაშვების შემდეგ ისინი ხომალდს კარგავენ, ხოლო ლაბორატორიაში მიღწევისას აღმოაჩენენ, რომ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია…