არასტანდარტული სიტუაციები და შესანიშნავი ბრიტანული იუმორი ერთმანეთთან ერთი მთავარი პერსონაჟით დაკავშირებულ მინი-ისტორიებში.
პოლ უიკსტედის, მეტსახელად ვიკის სამუშაო – დანაშაულის ადგილების დასუფთავებაში მდგომარეობს. როდესაც კრიმინალისტები თავის საქმეს რჩებიან, ვიკი მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით იწყებს ყველაფრის წესრიგში მოყვანას. იგი მის სამუშაო ადგილზე, რომელიც ჩვეულებისამებრ უბრალო ადამიანებში შიშს და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, ათასი ჯურის ვინმეს ხვდება: მსხვერპლის ნათესავებიდან დაწყებული მკვლელებამდე დამთავრებული. ვიკის ძალიან უყვარს თავისი სამუშაო, კიდე უფრო მეტად კი თავის სამსახურზე და არამარტო სამსახურზე ადამიანებთან ლაპარაკი, რაც მას ზოგჯერ უხერხულ სიტუაციებში აგდებს…