ზომბის ვირუსის აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე პოსტკოვიდურ დროში.
მომავალში საშინელი ინფექციური დაავადებები ყოველდღიურობად იქცევა. ერთ-ერთი ესეთი ახალი დაავადება, რომელიც ადამიანებს დაუოკებელი წყურვილით სტანჯავს, სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში. გახმაურებულ კორეულ ჰორორ-ექშენში – ,,მატარებელი პუსანში”, ფარმაკოლოგიური კომპანიიდან გამოღწეული უცნობი ვირუსი ადამიანებს ზომბებად აქცევდა. სერიალ ,,ბედნიერებაში” მატარებლის ნაცვლად სამხედროებით შემოსაზღვრული ქალაქის უბანია, რომლის მაღალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს უწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ ვირუსისგან ცოფიან დემონებად ქცეულ მეზობლებს…





მიკროფონით


