მოხეტიალე მსახიობების და ცრუწინასწარმეტყველის დაპირისპირება ვირუსისგან დაცარიელებულ, პოსტაპოკალიპტურ ამერიკაში.
2020 წელის ზამთარი. ჩიკაგო. თეატრის სცენაზე ,,მეფე ლირის” წამოდგენაა. უეცრად მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი სცენაზე შეუძლოდ ხდება და იატაკზე ჯდება. ერთ-ერთი მაყურებელი, დამწყები მედიკოსი ცდილობს დაეხმაროს მსახიობს, მაგრამ უშედეგოდ. მალე ცნობილი ხდება, რომ მთელს მსოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება.
2040 წელი. დიდი ტბების რაიონი. მოხეტიალე თეატრალური დასი ,,გზის სიმფონია” პოსტაპოკალიპტურ ამერიკაში ერთი დასახლებიდან მეორეში მოგზაურობს და გადარჩენილებისთვის შექსპირის ტრაგედიებს თამაშობს. მათ მოუწევთ რელიგიური კულტის წინამძღოლთან შეჯახება, რომელსაც აქაურებზე დიდი გავლენა აქვს.
ემილი სენტ-ჯონ მანდელის იგივე სახელწოდების, 2014 წლის რომანის ეკრანიზაცია. სერიალის გადაღება 2020 წლის იანვარში დაიწყეს, ცოტა ხნით ადრე რეალურ პანდემიამდე.