ნავოთ პაპუშადოს იუმორით შეზავებული სანახაობრივი კინო და ,,ექშენის” საოცარი ქორეოგრაფია თავზეხელაღებული გოგონების შესრულებით.
მომხიბვლელი სემისთვის შეკვეთილი მკვლელობა – ოჯახური ბიზნესია. დედამისიც ცნობილი ,,ქილერი” იყო, რომელმაც სემი 15 წლის წინ მიატოვა. გოგონა კრიმინალურმა სინდიკატმა აღზარდა და მისგან დაუნდობელი მკვლელობის მანქანა შექმნა, თუმცა როცა ერთ-ერთ საქმეზე იგი 8 წლის გოგონას გადარჩენას შეეცდება, სინდიკატი მისი მოშორების ბრძანებას გასცემს…
ფილმი ებრაელმა რეჟისორმა ნავოთ პაპუშადომ მისივე სცენარით გადაიღო, რომელსაც მანამდე დადგმულმა კრიმინალურმა კომედიამ – ,,ძალიან ცუდმა ბიჭებმა” კანის ფესტივალის ნომინაცია მოუტანა.