დებიუტანტ როუზ მატაფეოს მიერ შექმნილი კომედიური სერიალი ბედისწერის სიურპირეზებზე, სადაც იგი მთავარ როლსაც ასრულებს.
ჯესი ლონდონში ცხოვრობს და ბინას მის საუკეთესო დაქალთან ერთად იყოფს. მას ორ სამსახურში უწევს მუშაობა, რომ როგორმე თავი ირჩინოს. ახალი წლის ღამეს იგი გადაწყვიტავს ბოლომდე გაერთოს და წვეულებაზე გაცნობილ ახალგაზრდა მამაკაცთან ატარებს ღამეს. მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა მის ცხოვრებას შეცვლის: მისი ახალი ნაცნობი ცნობილი კინოვარსკვლავი აღმოჩნდება…