კორეელი რეჟისორის- ნა ხონ ჯინის (მდევარი; ყვითელი ზღვა) რელიგიური მოტივებით და ნაციონალური ცრურწმენებით გაჯერებული საშინელებათა ჟანრის ფილმი.
მიყრუებულ კორეულ სოფელში- კოკსონში საშინელი ამბები იწყება: ადამიანებს უეცრად რაღაც ემართებათ, უცნაურად იწყებენ მოქცევას, თავიანთ ახლობლებს თავს ესხმიან, საშინელებებს სჩადიან, შემდგომ კი თვითონ ჯოჯოხეთურ ტანჯვებში იღუპებიან . სოფელში უკვე რამდენიმე ესეთი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივი პოლიცია უღონოა.
სოფლის ჭორებს თუ დავუჯერებთ, ეს ან შხამიანი სოკოს ბრალი ან სოფელში ახლახანს გამოჩენილ იდუმალ იაპონელთან დაკავშირებული ამბებია. ამასობაში ერთ-ერთი პოლიციელი ჩონ-გუ ამჩნევს, რომ მისი ქალიშვილი უცნაურად იქცევა…