თანამედროვე ლოს-ანჯელესური ნუარი და მის პრიზმაში დანახული დეტექტიური ისტორია გოგონებით სავსე აუზებით, ფერადი წვეულებებით, შეთქმულებებით და მისტიკით სავსე ღამის ქუჩებით.
ლოს-ანჯელესელი უმუშევარი სემი მისი აპარტამენტის აივნიდან ბინოკლით მეზობლებს უთვალთვალებს. იგი აუზთან ლამაზ გოგონას ამჩნევს პატარა თეთრ ძაღლთან ერთად და გულში უვარდება. მისი აღფრთოვანება კიდევ უფრო იზრდება, როცა ამ მომხიბვლელ არსებას გაიცნობს და მის სახლში აღმოჩნდება.
მეორე დღეს უკან დაბრუნებულ სემს სახლი ცარიელი დახვდება. იგი ჯიუტად ცდილობს რადაც არ უნდა დაუჯდეს მოძებნოს გაუჩინარებული ნაცნობი და ამოხსნას ის უცნაური მოვლენები, რომლიც ანგელოზების ქალაქში ხდება.
დევიდ მიტჩელის წინა ფილმი ,,ის მოგყვება” საშინელებათა ჟანრის გამორჩეული ნიმუში იყო არაორდინალური სიუჟეტით. რეჟისორმა გადაწყვიტა ,,ნუარი” მოესინჯა მისი ახალი სიუჟეტის თხრობისათვის. მან სხვადასხვა თაობის დიდი რეჟისორების (ალფრედ ჰიჩკოკი, დევიდ ლინჩი) ხერხებიც გამოიყენა თავის ფილმში, თუმცა მოყოლის უნიკალურობა და ორიგინალური ხაზი არ დაუკარგავს.