კორეული ფანტასტიკური ექშენი სივრცესა და სხეულებში დაკარგულ ადამიანზე.
კან ი ანი ავტოავარიის ადგილზე გონს მოდის. იგი დაჭრილია. მას არ ახსოვს ვინ არის და როგორ მოხვდა ამ ავარიაში. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სარკის ანარეკლში მას სხვა ადამიანი უყურებს. ერთადერთი გზა რამე გაარკვიოს, იმ ადგილას და იმ სხეულში უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო.
კორეელი რეჟისორისა და სცენარისტის- იუნ ჯე გინის ფანტასტიკური თრილერი სიუჟეტით და ,,ექშენ” სცენებით ,,ბორნის” შესახებ გადაღებულ ფილმებს გვაგონებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ორიგინალური და საინტერესო იდეით გამოირჩევა.
პირველი წუთებიდან მაყურებელი ,,დრაივის” და თავსატეხების საკმაო დოზას იღებს, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში არ ინელებდა. ორთაბრძოლის სცენების დადგმა, რთული ჩანაფიქრის ტექნიკური შესრულება, კარგად დაყენებული კადრები- ყველაფერი მაღალ დონეზეა, ისე როგორც ხარისხიან კორეულ კინოს ეკადრება.