უშიშარ და ირონიულ ტელეჟურნალისტს- ფრანს დე მარს მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან რეპორტაჟები მიჰყავს. იგი სუპერპოპულარულია: თავისი თოქ-შოუ აქვს, არც სხვა შოუები აკლებენ ყურადღებას, ჟურნალები ვრცელ სტატიებს უთმობენ, უბრალო ადამიანები გასაქანს არ აძლევენ, ყველას სურს მასთან ფოტოს გადაღება.
მას შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე საკმაოდ უცერემონიოდ კითხვები დაუსვას, ,,ვიპ” წვეულებებზე იგი ყოველთვის სასურველი სტუმარია, სოციალურ ქსელი ფეთქდება მისი აქტივობის შემდეგ. მოკლედ იგი ამ ბიზნესის გამორჩეული და გასათვალისწინებელი პერსონაა.
ერთი პატარა ინციდენტი მოულოდნელად ცვლის მის პოზიციას იერარქიაში. ფრანსს ისე აღარ იზიდავს პოპულარობა და ნებისმიერ სიყალბეზე მძაფრი რეაქცია აქვს. ერთ დროს შოუ-ბიზნესის ზვიგენი თვითონ ხდება მისი კოლეგებისთვის იოლი ნადავლი…
ფრანგი რეჟისორი ბრიუნო დიუმონი, ერთ დროს ექსცენტრული და უცნაური კომედიების ავტორი უბრალო ადამიანებზე, ისევ აგრძელებს მისთვის ჩვეულ ხალისს, ოღონდ უკვე ამა ქვეყნის ,,დიდებულებს” -მედია ვარსკვლავებს და მის ვრცელ აუდიტორიას დასცინის.
თუმცა მისი შემოქმედება სცდება უბრალოდ სოციალური კრიტიკის ჩარჩოებს, არ დადის რაღაც კონკრეტულამდე და არ ეშვება რეალიზმამდე, არამედ ხატავს ცხოვრების(იქნებ თავისი ქვეყნის) კარიკატურას ზოგადად.