სერიალ ,,ხიდით” ინსპირირებული თრილერი, სადაც საზღვარზე მომხდარ მკვლელობას ორი დეტექტივი იძიებს.
დათოვლილ ალპებში, გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე პოლიცია მამაკაცის გვამს პოულობს. დათვალიერებისას აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უკვე მკვდარი გადმოიყვანეს ამ ადგილას, მას ყალბი დოკუმენტები აქვს, ხელში კი ცხენის ძუა აქვს ჩაბღუჯული. საქმის გამოძიებას ორი მეზობელი ქვეყნის ორი დეტექტივი ჰკიდებს ხელს: სიცოცხლის მოყვარული გერმანელი ქალი- ელი სტოკერი და პირქუში ალკოჰოლიკი- გედეონ ვინთერი, რომელიც ცხოვრების ფსკერზეა დაშვებული. ორივე ისინი ერთვებიან გამოძიებაში, რომელიც მანიაკის წამოწყებულ სახიფათო თამაშს უფრო ჰგავს…