სტივენ სოდერბერგის თრილერი პანდემიაზე და ციფრულ კონტროლზე.
სიეტლი. პანდემიის პერიოდი. ,,აიტის” სპეციალისტი ანჯელა სახლში დისტანციურად მუშაობს ხმოვანი დამხარე ,,კიმის” სრულყოფაზე. ანჯელას გარეთ გასვლას პანდემიის გარდა ღია სივრცის ფობიაც უშლის ხელს, მაგრამ როცა ხმოვან ინფორმაციაში სასტიკი დანაშაულის კვალს წააწყდება, იგი იძულებული ხდება დატოვოს სახლი და იმოქმედოს…
მსოფლიო სოციალური პროცესების დაუღალავმა მკვლევარმა სტივენ სოდერბერგმა, რომელმაც თავისი ადრინდელი ფილმით ,,ინფიცირება” ფაქტიურად იწინასწარმეტყველა პანდემია, თავის რიგით 33-ე ფილმი დღევანდელ პირობებში ადამიანთა ყოფას და მათზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენას მიუძღვნა. ფილმის სცენარისტი დევიდ კოეპია (იურული პერიოდის პარკი; მისია შეუსრულებელია; შიშის ოთახი; კარლიტოს გზა), ხოლო მთავარ როლს ზოი კრავიცი თამაშობს.