კომიკური და ძალზედ პატრიოტი სუპერ გმირის ისტორია, რომელიც ყველას ანადგურებს, ვინც კი წინ გადაეღობება.
გამოუსწორებელი პაციფისტი და პატრიოტი კრისტოფერ სმიტი DC-ს კომიკსებში ჯერ კიდევ 1966 წელს გამოჩნდა. მისი გარეგანი იერი სრულად შეესაბამებოდა ეპოქას: იგი ქათქათა თეთრ შარვალში და წითელ-ყვითელ მაისურში გამოწყობილი, თავზე კი უცნაური ჩაფხუტით ჩამოცმული იბრძოდა სამართლიანობისათვის სამყაროში და მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდებოდა.
შედეგად კი სასტიკი სცენებით, უხამსი ხუმრობებით და 1970-80-იანი წლების მუსიკით გაჯერებული საინტერესო სერიალი მივიღეთ სუპერ გმირებზე…
ამ ნახევრად მივიწყებული კომიქსის გმირების სიყვარულით ცნობილია რეჟისორი ჯეიმს განი, რომელმაც მსგავსი პერსონაჟებისგან ჯერ ,,გალაქტიკის მცველები” შეკრა Marvel-ის კინო ვერსიისთვის, მოგვიანებით კი ,,თვითმკვლელთა რაზმი” DC-ს გმირების სამყაროსთვის. ამ უკანასკნელის ჯერ კიდევ გამოსვლამდე რეჟისორი დაჯდა პაციფისტი-მკვლელის, მეტსახელად ,,მშვიდობისმყოფელის” სოლო-შოუს სცენარის დასაწერად, შედეგად კი სასტიკი სცენებით, უხამსი ხუმრობებით და 1970-80-იანი წლების მუსიკით გაჯერებული საინტერესო სერიალი მივიღეთ სუპერ გმირებზე…