ოსკაროსანი რეჟისორის- ქეთრინ ბიგელოუს (,,ტალღის ქიმზე”; ,,ქარიშხლის მბრძანებელი”) დაუფასებელი ფუტურისტულ-კიბერპანკური დეტექტივი ნუარის ელემენტებით.
1999წ. მსოფლიო ახალი საუკუნის დასაწყისის მოლოდინშია. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ფედერალური ბიუროს სამსახურის ახალი გამოგონება, რომელიც ტოტალური თვალთვალისთვის შეიქმნა და რაღაცნაირად ,,შავ ბაზარზე” მოხვდა. თავზე სპეციალური მოწყობილობის მორგების და მასზე სენსორების მიერთების საშუალებით შესაძლებელი ხდება შეგრძნებების ჩაწერა და მისი აღქმა წამკითხველის მეშვეობით. ლენი ნერო, რომელიც ამგვარი დისკეტებით ვაჭრობს, სადაც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი, პარალელურად აწარმოებს ნაცნობი გოგონას მკვლელობის საკუთარ გამოძიებას, რომლის სიკვდილიც მსგავს მოწყობილობაზე იქნა ჩაწერილი.
ფილმის სცენარი ეკუთვნის ჯეი კოკსს და ჯეიმს ქემერონს. ეს უკანასკნელი ფილმის შემსრულებელი პროდუსერიცაა და მანამდეც თანამშრომლობდა მის ყოფილ მეუღლესთან და ფილმის რეჟისორთან. თავის დროზე როცა ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, გულდაწყვეტილი რეჟისორი თითმის 5 წელი ჩუმად იყო და არაფერი გადაუღია. თუმცა წლების შემდეგ ფილმი მაყურებელმა აღიარა და აღნიშნულ შედევრი (რომლის ჟანრის ზუსტი ფორმულირება საკმაოდ რთულია) გულით შეიყვარა.