ნიჭიერი კომიკოსები ტრაგიკომედიურ სერიალში სიხარბეზე, რწმენაზე და თანამედროვე მედიაზე. 2019 წლის ტელესეზონის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო პროექტი.
მამა-შვილი ჯემსთოუნები მსოფლიოში მოგზაურობენ და თავიანთი მრევლისათვის ,,ღვთის სიტყვას” ქადაგებენ. თუმცა მათთვის სულიერი და მატერიალური დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან: მათი ცხოვრების წესი შორსაა მათი ქადაგებებისაგან.
კომიკოსს დენი მაკბრაიდის და პროდიუსერ ჯოდი ჰილის რიგით მესამე სერიალი (,,ძირზე” და ,,მოადგილეები”) HBO-თვის.
სერიალის მთავარი გმირები ტელეევანგელისტების დისფუნქციური ოჯახია, რომლებსაც ჯონი გუდმენი, ადამ დივაინი და თვითონ მაკბრაიდი თამაშობენ.