ცისარტყელას ფერებში და ზღაპრის პრიზმაში გატარებული ფილმი ცხოვრების ყველაზე უცნაურ(ზოგიერთისთვის რთულ) პერიოდზე- ბავშვობაზე.
რვა წლის ნელი მშობლებთან ერთად აგარაკზე ჩადის, სადაც ტყეში მის თანატოლს – მარიონს გაიცნობს. გოგონები უცებ დამეგობრდებიან და უმეტეს დროს ერთად ატარებენ, მითუმეტეს, რომ ნელის დედა სახლში არ არის. იგი გაურკვეველი დროით წასულია სახლიდან. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ნელის ახალ მეგობარს იგივე სახელი ჰქვია, რაც დედამისს, ხოლო მისი სახლი ნელის აგარაკის სახლის კოპიაა
ფილმის რეჟისორი კანის კინოფესტივალის პრიზიორი სელინ სიამია, რომელიც ჟაკ ოდიართან ერთად მუშაობდა ,,პარიზი, მე -13 რაიონის” სცენარზე