ტარიკ სალეჰის ექშენი-დრამა, სადაც ყოფილი სამხედროები ასრულებენ იმ ,,ბინძურ სამუშაოებს”, რომელიც რეგულარ არმიას არ შეუძლია ან უფლება არა აქვს.
ყოფილი სამხედრო, რომელსაც ერთ დროს თვითონ პრეზიდენტმაც კი ხელი ჩამოართვა, რომელსაც სამხედრო ოპერაციის დროს ჭრილობა აქვს მიღებული და თითქმის ხეიბარია, აშშ-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა სამსახურიდან ათავისუფლებს. მის ოჯახს კი ისედაც არ აკლია პრობლემები და ბანკის გადასახდელი ქვითრები.
ამიტომ ჯეიმს რიდი ადვილად თანხმდება მისი მეგობრის და თანამებრძოლის წინადადებას, იმუშაოს კერძო კომპანიაზე, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავს…
ექშენ-სცენები და ეფექტები ფილმში საკმაოდ ზომიერია, იგი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან, თუმცა წინა პლანზე რეჟისორმა სხვა თანამედროვე აქტუალური პრობლემები წამოწია, ერთ-ერთი მთავარი კი: ქვეყნის მთავრობის მიერ ვეტერანების მიმართ დამოკიდებულება და მათი მსახურების დაფასება- არ დაფასება.