მარკ ჯულიო ჯორდანას ემოციური დრამა ადამიანურ ურთიერთობებზე, სოციალურ კლასებსა და ლტოლვილებზე…
სანდრო წარმატებული იტალიელი მეწარმის შვილია, რომელიც განებივრებულია მშობლების ყურადღებით და უდარდელი ცხოვრებით. ერთხელ ქუჩაში შემთხვევით მაწანწალას გადაეყრება. ნახევრად შეშლილი აფრიკელი ლტოლვილი რაღაცას თავის მშობლიურ ენაზე ეუბნება და სანდროს ის ფრაზა თავში ჩაუჯდება. ყველას ეკითხება მის მნიშვნელობას, თუმცა ვერავინ პასუხობს.
ერთ მშვენიერ დღეს მამამისი მის მეგობართან ერთად სანდროს თან წაიყვანს იახტაზე დროის გასატარებლად. მშვიდ და უწყინარ გასეირნებას მოულოდნელი შემთხვევა შეწყვიტავს. ამ საბედისწერო მომენტიდან რადიკალურად იცვლება სანდროს და მისი ოჯახის ცხოვრება, მათი მსოფლმხედველობა და წარმოდგენა სამყაროზე…


ალბათ ჩვენ ყველას (უმეტესად კი ადრეულ ასაკში) გვჭირდება იდეალები, გმირები – ვისაც უნდა მივბაძოთ, ვისზეც უნდა ვსწორდებოდეთ, ადამიანები ვინც აღგვაფრთოვანებს და იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა აღმოჩნდნენ ისინი საბოლოოდ, მთავარია რომ ჩვენ გვჯეროდეს სიკეთის და ადამიანების. ჯორდანას ფილმის ძირითადი ღერძიც ესაა, თუმცა მასში არანაკლები სიმძაფრით არის გაშუქებული ლტოლვილების და ემიგრაციის მწვავე საკითხები.
ფილმმა 2005 წლის კანის კინოფესტივალზე ფრანსუა შალეს პრიზი დაიმსახურა (პრიზი ეძღვნება ჟურნალისტურ ღირებულებებს, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის და კინო ისტორიკოსის საპატივცემულოდ).
თუ დაიბადე, ვეღარ დაიმალები
(Quando sei nato non puoi più nascondert)
რეჟისორი: მარკო ტულიო ჯორდანა
2005წ. (იტალია)

