ორიგინალური სიუჟეტის ფანტასტიკური სერიალი ბენ სტილერის რეჟისორობით.
რა იქნებოდა, რომ იყოს საშუალება პირადი ცხოვრება სამსახურისგან განვაცალკევოთ? სამსახურში მისვლისას არ მივიტანოთ ოჯახის პრობლემები, ხოლო სახლში დაბრუნებისას დავტოვოთ სამსახურში დაგროვილი ნეგატივი.
რა იქნებოდა სამსახურში სასიყვარულო ინტრიგა გავაბათ, სახლში კი სინდისის ქენჯნის გარეშე დავბრუნდეთ? ერთი სიტყვით ვივიწყებდეთ არასაჭირო ინფორმაციას.
კომპანია ,,Lumon Industries”-მა შექმნა ესეთი ახალი საშუალება თავისი თანამშრომლების მარგი ქმედების კოეფიციენტის ასამაღლებლად და ,,განცალკევება” დაარქვა. ცხოვრებაში მარტოხელა მარკი თანხმდება ამ პროცედურას, თუმცა სულ ცოტახნის შემდეგ ეჭვი შეაქვს თავისი არჩევანის სისწორეში…