ჯაშუშური თრილერი შავი კომედიის ელემენტებით.
სერიალის გმირები მოვიდნენ ოქსფორდელი მწერლის- მიკ ჰერონის რომანების სერიიდან, რომელშიც ამბები ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთი განყოფილების ირგვლივ ხდება, სადაც MI5 თავის დაქვეითებულ და დაჯარიმებულ თანამშრომლებს აგზავნის სამუშაოდ.
,,Slough House”-ი მოკრძალებული ავტონომიური ოფისია ათამდე ადამიანზე, სადაც თითქმის არაფერი არ ხდება და რომელსაც ვეტერანი მუშაკი ჯექსონ ლემბი (ჰარი ოლდმენი) ხელმძღვანელობს.
წარუმატებელი მისიის შემდეგ განყოფილებაში ბრიტანული დაზვერვის აგენტი რივერ კარტრაიტი მოდის, რათა ისიც ჩაეფლოს ადგილობრივი უმოქმედობის და ტირანი ბოსის გავლენის ჭაობში. სრულიად მოულოდნელად განყოფილებას რეაბილიტაციის და მწყობრში დაბრუნების კარგი შანსი ეძლევა…