ჯაშუშური თრილერი გრძელი დიალოგებით და მოულოდნელი დასასრულით…
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერატიული თანამშრომელი ჰენრი პელემი იღებს დავალებას გამოავლინოს გამცემი, რომლის ქმედებამ 8 წლის წინ თვითმფრინავის გატაცებისას უდანაშაულო ხალხის დაღუპვა გამოიწვია. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი სილია ჰარისონია, რომელსაც ჰენრისთან იმ წლებში მხურვალე რომანი ჰქონდა. ჰენრი მას რესტორანში ხვდება და ცდილობს კითხვებით აღადგინოს წლების წინანდელი სიტუაცია, რათა დამნაშავე გამოთვალოს…
თრილერი დაფუძნებულია ოლენ შტაინჰაუერის იგივე სახელწოდების წიგნზე, რომელიც ფილმის სცენარისტადაც გვევლინება.
ეს არის ჯაშუშური ისტორია გრძელი დიალოგებით რესტორნის მაგიდასთან, რომელსაც სასიყვარულო ხაზი მიჰყვება და რომლის მკვეთრი სიუჟეტური მოხვევები არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.