ფინელი რეჟისორის- იუხო კუოსმანენის საბჭოთა ეპოქის მარტოსული ადამიანები ,,მოსკოვი-მურმანსკის” კუპეში.
ფინელი სტუდენტი მოსკოვურ ბოჰემას და თავის საყვარელ ადამიანს ემშვიდობება, მატარებელში ჯდება და მურმანსკში პრექტოგლიფების სანახავად მიემგზავრება. ვიწრო საბჭოთა კუპეში მის გრძელ და დამღლელ გზას ახალგაზრდა რუსი მეშახტე იზიარებს. ეს იძულებითი მეზობლობა ცვლის ამ ადამიანების ყოფას…
კანის კინოფესტივალის ჟიურის გრან-პრის მფლობელი რუსულ-ფინური ფილმის გმირები, თავის თავს რომ ეძებენ მატარებელში, რომელიც საბჭოთა პერიოდის სუნითაა გაჟღენთილი, ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან: ერთს განშორების ტკივილი ჯერ არ განელებია, მეორე კი გაუთლელი და მარტოსული , ,,რუსული სულის” მატარებელი მეშახტეა. მათი ურთიერობა ხდება საფუძველი რეჟისორის დრამატურგიისა, რომელიც როგორც ეტყობა კარგად იცნობს მატარებლის შიდა ყოფას და ერკვევა მის წვრილმანებში.
ფილმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბჭოთა ყოფა ახსოვს და ერთგვარი ნოსტალგია იპყრობს ამ პერიოდის…