კამერული დეტექტიური თრილერი ოსკაროსანი სცენარისტისაგან.
ბრიტანელი ლეონარდი დიდი ხანია ინგლისიდან ჩიკაგოში გადმოსახლდა და სამკერვალო გახსნა. პირველივე მისი კლიენტი მაფიის მომავალი ბოსი- როი აღმოჩნდა. თუმცა ლეონარდი მხოლოდ ანგელოზებისთვის არ აპირებდა ტანსაცმელი შეეკერა, ამიტომ მის კლიენტებში სხვადასხვა პროფესიის, შეხედულებების და პრინციპების ხალხი ერია. მის ერთი შეხედვით მოსაწყენ ცხოვრებას მისი გულისხმიერი მდივანი გოგონა ალამაზებს, რომელსაც იგი როგორც შვილს ისე ექცევა. ერთი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ლეონარდი თავისდაუნებურად ხდება რიგი მოვლენების თანამონაწილე, რომლის თავი და ბოლო მხოლოდ გამოცდილ და ნათელი გონების ადამიანს თუ შეუძლია გაარკვიოს. თუმცა ერთია- გაერკვე, და მეორე- ცოცხალი დარჩე იმ მოვლენების ცენტრში, რომელიც საოცრად მკვეთრად იცვლის გრადუსს და მიმართულებას…
ოსკარის მფლობელმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის (იმიტაციის თამაში. 2015წ) გრემ მურმა ძალზედ საინტერესო და შემყოლი ფილმი გადაიღო მოულოდნელი ფინალით, რომელშიც მოქმედება რამდენიმე ოთახს არ სცდება, მაგრამ ეს დაძაბულობას საერთოდ არ ანელებს.