ტოკიოს მაჰიპნოზირებელი ატმოსფერო და ,,იაკუძას” ჩაკეტილი სამყარო კრიმინალურ-ჟურნალისტურ თრილერში…
სერიალის პროტაგონისტი, მიზანდასახული ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცი- ჯეიკ ადელშტეინი ცდას არ აკლებს, რომ ტოკიოს ცხოვრებას ალღო აუღოს, თუმცა ეს ძალიან რთულია უცხოელისთვის- კულტურული და ფიზიოლოგიური სხვაობის გამო.
იაპონიაში ჩამოსვლის შემდეგ იგი ქვეყნის ინგლისურენოვანი მსხვილი გამოცემის კრიმინალური რეპორტიორი ხდება და წლების განმავლობაში უწევს გაზეთის გვერდებზე იაპონური სინამდვილის შავბნელი მხარეების გაშუქება.
ნაკლებად საინტერესო და რიგი წვრილმანი რეპორტაჟების შემდეგ ჯეიკი ,,იაკუძის” ერთ-ერთ ბოსზე გადის…
ადელშტეინი რეალურად არსებული 50-ს გადაცილებული ადამიანია და ,,Tokyo Vice” მისი 2009 წლის მემუარების ეკრანიზაციაა. სერიალის პირველი ეპიზოდის რეჟისორი ,,Miami Vice”-ის ავტორი მაიკლ მანია.