გასული საუკუნის 80-იანების სულით გაჟღენთილი საშინელებათა ფილმი ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც აპირებენ 16- მილიმეტრიან კინოფირზე ფილმის გადაღებას მიყრუებულ ფერმაში.
1979 წელი. ტეხასი. ექვსი სიცოცხლით სავსე და ამბიციური ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც გადაწყვიტეს პორნო ფილმის გადაღება, მოხუცი წყვილისგან ქირაობენ სახლს ქალაქიდან მოშორებულ ფერმაში . ჩამოსვლისთანავე მეპატრონეები მათ აფრთხილებენ, რომ არ იხმაურონ, თუმცა მსგავს ბიზნესში საქმის კეთება მოგეხსენებათ ჩუმად არ გამოდის. მალე გაირკვევა რომ მოხუცი წყვილი არც ისეთი
უწყინარია, როგორც თავიდან ჩანდა.
რეჟისორი ტაი ვესთი ორიათასიანების შემდეგ, გასული საუკუნის 80-იანების სტილში გადაღებული რამდენიმე მეტნაკლებად წარმატებული საშინელებათა ფილმით გამოჩნდა ჰორორ სცენაზე. შემდეგ იყო სერიალები(ეშმაკის განდევნა, კივილი), ჭკვიანურად და მოკრძალებული ბიუჯეტით გადაღებული ,,იდუმალება”, რომელიც საიდუმლო სექტის თემას ეხებოდა, და ბოლოს სექსუალური, საშიში და მომენტებში ამაზრზენი ,,X”, რომლის კადრებში ჟანრის მიმდევრები ძველ კლასიკურ ჰორორებზე ბევრ მინიშნებას ამოიკითხავენ.