ექსცენტრული, ხალისიანი, იუმორით სავსე სერიალი პირველ ეროტიკულ ჟურნალზე ქალებისთვის.
ლოს-ანჯელესი. 1970 წელი. ახალგაზრდა და მიზანმიმართული ქალი – ჯოისი ერთიანდება გამომცემელ- დაგთან, რათა შექმნას პირველი ეროტიკული ჟურნალი, რომელიც ქალთა აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. საქმე ისაა, რომ ორი ენთუზიასტი, რომლებმაც ქალთა ,,განათლება” გადაწყვიტეს, აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ერთი გამოხატული ფემინისტია, რომელიც ქალთა უფლებებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვის , მეორე კი ,,მაჩოს” აშკარა ნიშნებით დაჯილდოვებული მამრია..
რა სურთ ქალებს? რა აქვთ გულში? გონებაში? თუ მამაკაცი ამას გამოიცნობს, ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება. გაცილებით მარტივი..
ეს ამ კომედიური სერიალის ძირითადი ფაბულაა, რომელშიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის დელიკატური საკითხებია სააშკარაოზე გამოტანილი.