დენი დერკურის ფრანგულ-კორეული თრილერი ადამიანების ორგანოებით უკანონო ვაჭრობაზე.
ელისი ფრანგი სამედიცინო ექსპერტია, რომელიც მისი ახალი მეთოდის (სხეულის ფრაგმენტების აღდგენა და იდენტიფიცირება) კოლეგებისთვის გაზიარების მიზნით კორეაში კონფერენციაზე ჩამოდის. ამავე დროს პოლიცია მდინარეში გარდაცვლილი ქალის სხეულს პოულობს, რომლის იდენტიფიცირება არ ხერხდება. გამომძიებელი ჯინ-ჰო დახმარებისთვის ელისს მიმართავს…
ფრანგმა სცენარისტმა და რეჟისორმა, რომელიც კორეული კლასიკური თრილერების (მოგონებები მკვლელობაზე; მდევარი) დიდი მოყვარულია, ადამიანების ორგანოებით არალეგალური ვაჭრობის საკმაოდ მწვავე და ბურუსით მოცულ თემას შეეხო, რომლის ყოველწლიური ბრუნვა ასეულობით მილიონს შეადგენს მთელ მსოფლიოში.