ბოჯანგლის მოლოდინში (En atendant Bojangles) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბოჯანგლის მოლოდინში (En atendant Bojangles)

,,მთარგმნელების” რეჟისორის- რეჟის რუანსარის საოცრად ემოციური ტრაგიკომედია არაამქვეყნიურ სიყვარულზე.

ერთ-ერთ წვეულებაზე მჭერმეტყველი ჟორჟი მომხიბვლელ კამილას გაიცნობს და რამდენიმე საათში მასზე ქორწინდება. ორივე მათგანი არაორდინალური ადამიანია: მათ ჩვეულებრივი სამყარო ძალიან მოსაწყენი ეჩვენებათ, ამიტომ ცდილობენ სხვა სამყარო შექმნან და მათში იცხოვრონ. გადასახადები, ყოფითი, მატერიალური პრობლემები მათ გულს არ ეკარება. ისინი არ ცნობენ სიტყვას- შეუძლებელია. მათ მხოლოდ ერთი რამის სჯერათ- სიყვარულის…

შეძლებენ კი ისინი თავიანთი სამყარო, სიყვარული შეინარჩუნონ და ცხოვრების გამოცდებს გაუძლონ ?

ოლივიე ბურდოს რომანის იგივე სახელწოდების ეკრანიზაცია ბრწყინვალე რეჟისურის და მსახიობების  თამაშის წყალობით (ვირჟინი ეფირას და რომენ დღიურის საოცარი დუეტი)  ერთი ამოსუნთქვით იყურება და როგორც მისი გმირები, არაერთგვაროვან შეგრძნებებს ტოვებს: ხალისს და აღფრთოვანებას სევდა ცვლის, და პირიქით. თუმცა მთავარი ალბათ მაინც ისაა რომ, ფილმის ნახვის შემდეგ სიყვარულის უფრო მეტად გვჯერა, ვიდრე მანამდე…

ბოჯანგლის მოლოდინში(En atendant Bojangles)
რეჟისორი: რეჟის რუანსარი
2021წ. (საფრანგეთი, ბელგია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
გაუჩინარებული (Vanishing)

გაუჩინარებული (Vanishing)

დენი დერკურის ფრანგულ-კორეული თრილერი ადამიანების ორგანოებით უკანონო ვაჭრობაზე

შემდეგი
გამოგდებული (The Dropout)

გამოგდებული (The Dropout)

ელიზაბეტ ჰოლმსის რეალური ისტორია და სამყარო სამედიცინო დარგში რევოლუციის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share