კომპანია ,,WeWork” -ის ხელმძღვანელების: ადამ ნიუმანის და რებეკა პელტროუს აღზევების და დაცემის ისტორია.
ადამი მაღალი თვითშეფასებით და დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია, თუმცა მას საქმის მართვის გამოცდილება ნაკლებად აქვს.
იგი ნიუ-იორკის ოფისების ხშირი სტუმარია, სადაც თავის ორიგინალურ ბიზნეს-იდეებს საქმიან ხალხს სთავაზობს. მისმა ბავშვობამ ისრაელში, კომუნის ტიპის წარმონაქმნში გაიარა და იქ მიღებული გამოცდილება უნდა ამერიკულ, შემდგომ კი გლობალურ ბაზარს მოარგოს.
მისი ოცნების ბიზნესი- ქოვორქინგის ქსელია(სხვადასხვა საქმიანობის ადამიანების ერთ სივრცეში მოქცევა და სამუშაო თუ გართობის პირობების შექმნა). საჭირო ადამიანების ნაცნობობა ამ იდეის რეალიზების კარგ შანსს იძლევა.
დაუღალავ ავანტიურისტს საქმიანი პარტნიორები უჩნდება. ერთ-ერთი იოგას ინსტრუქტორი- რებეკაა, რომელიც ადამს რამდენიმე ძვირფას რჩევას აძლევს და მისი ცხოვრების ერთგული მეგზური ხდება.
სერიალი დაფუძნებულია პოდკასტების სერია «WeCrashed: The Rise and Fall of WeWork»-ზე, რომელიც ქოვორქინგის ფრანჩიზის ისტორიაში უმსხვილეს კომპანია ,,WeWork” -ის რეალურ ისტორიას ეძღვნება.