
ცივილიზაციისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ინდურ სოფელში ბავშვები კინოს აღმოაჩენენ. კინოთეატრი ,,პარადიზო” ინდური კოლორიტით.
ათი წლის სამაი ინდოეთის მიყრუებული სოფლიდანაა. მამამისს მახლობელ რკინიგზის სადგურზე პატარა ჯიხური აქვს, სამაიც ეხმარება ჩაის გაყიდვაში და ოჯახიც ესე ირჩენს თავს. სკოლაში სასწავლებლად

ადგილობრივი ბავშვები რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით პატარა ქალაქში დადიანიან და სხვადასხვა ტრანსპორტს იცვლიან. მისი სამყარო იცვლება, როცა მშობლები სამაის კინოთეატში წაიყვანენ. დღეიდან მოყოლებული პატარა ბიჭის გონება და აზრები მხოლოდ ერთი რამით იქნება შეპყრობილი- მისი უდიდებულესობა სინემატოგრაფიით.
პან ნალინის ავტობიოგრაფიული ფილმი კინოსადმი საოცარი სიყვარულით და სითბოთია გაჟღენთილი. მილიონობით ადამიანისათვის ხელოვნების ეს დარგი თავშესაფარია სასტიკი რეალობისაგან, იმედის სხივია. ამიტომაც ცდილობს ფილმის მთავარი გმირი ყველგან სხივის პოვნას და მის დაჭერას. მისთვის და მისი მეობრებისთვის კინოაპარატიდან გამოსული შუქი ხომ სამყაროს შემეცნების წყაროა…





მიკროფონით


