ბელგიელი რეჟისორის საშინელებათა ფილმი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ გოგონაზე, რომელსაც დემონურ კალენდარს ჩუქნიან..
ყოფილი მოცეკვავე წელს ქვემოთ პარალიზებულია და ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული. ევას ცხოვრება ერთფეროვანია და ეს ერთი ფერი- ნაცრისფერია. დაბადების დღეზე მისი მეგობარი გერმანიიდან ჩამოტანილ უცნაურ კალენდარს ჩუქნის, რომელსაც 24 პატარა უჯრა აქვს. ყოველ უჯრაში პატარა შოკოლადი დევს, რომელსაც თავისი წესი მოსდევს. თუ ადამიანი ვინც კალენდარს მიჰყვება, წესებს არ ასრულებს, ვიღაც კვდება. ეს სახალისო წესი მალე კოშმარად იქცევა ევასა და მისი ახლობლებისათვის.
ფილმი წარმოადგრნს ბელგიელი კინორეჟისორის და სცენარისტის პატრიკ რიდერმონის მეორე სრულმეტრაჟიან ნამუშევარს.
უმრავლესობისთვის ეს სახელი და გვარი, როგორც ფილმში დაკავებული მსახიობებისა, ბევრს არაფერს ამბობს. თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს ამ ჟანრის მოყვარულებს, გამოვტოვოთ ეს უდავოდ საინტერესო და დაძაბული ფილმი.