შედევრის დაბადება და მისი ავტორები ,,Paramount+”-ის მინი-სერიალში.
სერიალის მოქმედება 1960 წელს იწყება: ელ რადი, ამბიციური ახალგაზრდა პროდუსერი ორიგინალური და ნოვატორული ხედვით საოფისე სამუშაოს მიაგდებს და ,,სითქომის” სიუჟეტს მოიფიქრებს სამხედრო ტყვეების ნაცისტურ ბანაკზე, ამავე დროს მწერალი და სცენარისტი მარიო პიუზო, რომელიც უსახსრობას და უსახელობას განიცდის, ჯდება მაფიაზე წიგნის დასაწერად. ასეთია სიუჟეტის დასაწყისი , რომელიც ცნობილ ფილმ-ტრილოგიას ეძღვნება.
ფრენსის ფორდ კოპოლას ,,ნათლიმამა” ლამის ოფიციალურად ითვლება ყველა დროის საუკეთესო ფილმად, სხვადასხვა გამომცემლობის თუ საიტების რეიტინგებში ის ყოველთვის პირველ ადგილზეა. ,,შეთავაზება” – გვიყვება თუ როგორ დაიბადა ტრილოგიის შექმნის იდეა, როგორ იქმნებოდა და ვინ იდგა ამის უკან, იმ მეტნაკლებად ცნობილ ადამიანებზე, ვინც ამაში შედევრის პოტენციალი დაინახა და ყოველი ღონე იხმარა, რომ იგი შემდგარიყო.
ერთ-ერთი ესეთი ფილმის პროდუსერი ალბერტ ს. რადია, რომელიც დღესაც, 92 წლის ასაკშიც კი აგრძელებს საყვარელ საქმიანობას და რომლის გამოცდილებაზეც არის სერიალის სცენარი დაწერილი.