რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ალბატროსი (Albatros)

ფრანგი რეჟისორის- ქსავიე ბოვუას ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის ნომინანტი დრამა, ფრანგული პროვინციის პოლიციელზე.

ლორანი პატარა ფრანგული დასახლების პოლიციელია. მას თავისი სამუშაო ძალიან უყვარს და ცდილობს ზედმიწევნით კარგად შეასრულოს. როდესაც სხვადასხვა სოციალურ თუ უფლებადამცველ სამსახურებს ფერმერებთან პრობლემები აქვთ, პოლიციას უწევს შუამავლის როლი ითამაშოს, უფრო ხშირად კი კანონით მიღებული გადაწყვეტილება აღასრულოს ფერმერთა ინტერესის საწინააღმდეგოდ. თუმცა ლორანი შვებას ოჯახში პოულობს, სადაც შესვლისას უკან იტოვებს სამსახურეობრივ პრობლემებს. იგი აპირებს დაქორწინდეს ქალზე, რომლთანაც უკვე ათი წელია ცხოვრობს. მაგრამ ინციდენტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არღვევს ამ ბალანსს და სულიერ სიმშვიდეს უკარგავს წესიერ ადამიანს.

,,ახალგაზრდა ლეიტენანტი” და ,,ადამიანების და ღმერთების შესახებ” – ფილმების რეჟისორი კონკრეტული პოლიციელის დრამის, მისი სულიერი განცდების პრიზმაში ცდილობს უფრო ღრმა პრობლემები დაგვანახოს და ქვეყანაში არსებული კანონები და სისტემის გაუმართაობა სააშკარაოზე გამოიტანოს. ლორანიც და ფილმის სხვა გმირებიც ამ გაუმართაობის მსხვერპლნი არიან, რომელიც თითქოს ადამიანის საკეთილდღეოდაა შექმნილი, თუმცა რეალურად ხელს უშლის ადამიანებს ბედნიერებაში.

ალბატროსი (Albatros)
რეჟისორი: ქსავიე ბოვუა
2021წ. (საფრანგეთი, ბელგია)

Albatros (2021) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
შეთავაზება (The Offer)

შეთავაზება (The Offer)

შედევრის დაბადება და მისი ავტორები ,,Paramount+”-ის მინი-სერიალში

შემდეგი
შემთხვევა ,,ნილ ჰილტონში” (The Nile Hilton Incident)

შემთხვევა ,,ნილ ჰილტონში” (The Nile Hilton Incident)

ეგვიპტური ფესვების მქონე შვედმა რეჟისორმა ქვეყანაში არსებული ტოტალური კორუფციის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share