fbpx

ბერძენი ხრისტოს ნიკუს სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი, რომელიც სავსეა მეტაფორებით და კაფკასეული აბსურდით, და ამასთანავე ძალზედ უბრალო და გასაგებია.

ათენში ახალი ეპიდემიაა. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით უცაბედად მახსოვრობას კარგავენ. არისი ახლგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ავტობუსის გაჩერებაზე პოულობენ. მას არაფერი ახსოვს და რადგან თან დოკუმენტები არა აქვს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მიერ შემოთავაზებული სამკურნალო კურსი არაეფექტურია, არისი სტანდარტულ მკურნალობას გადის. კლინიკაში მას სთავაზობენ ექსპერიმენტულ პროგრამას, რომლის საშუალებით ადამიანი სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებს, სუფთა ფურცლიდან…

ხრისტოს ნიკუ ცნობილი ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის ,,ეშვზე” მეორე რეჟისორად მუშაობდა და მის მოწაფედ ითვლება. მისი პირველი ფილმი პატარა ადამიანის შიგნით დიდ ტრაგედიაზე და მისგან გაქცევის მცდელობაზეა. მიუხედავად სიუჟეტის და გმირების უცნაურობისა, ფილმი სულაც არაა რთული აღსაქმელი, იგი გულახდილია და მასიური მაყურებლისათვის სრულიად გასაგები უნდა იყოს.

ვაშლები (Mila)
რეჟისორი: ხრისტოს ნიკუ
2020წ. (საბერძნეთი, პოლონეთი, ავსტრალია, სლოვენია)

Apples (2020) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top