ფსიქოლოგიური დრამა მაიკლ პიტერსონის გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც ცოლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
მაიკლ პიტერსონი ვიეტნამის ომის ვეტერანია, კრიმინალური რომანების ავტორი, ერთ დროს ქალაქ დარემის მერობის კანდიდატი. იგი მეორედ იყო დაქორწინებული ქეთლინზე, ტელეკომ-კორპორაციის თანამშრომელზე. 2001 წლის დეკემბერში პიტერსონმა ქვითინით დარეკა 911-ში და აუწყა ოპერატორს, რომ ქეთლინი კიბიდან გადავარდა და აღარ სუნთქავს.
სისხლი იმდენად დიდი ოდენობით, ხოლო ტრამვები იმდენად მრავალნაირი იყო, რომ პოლიციამ ეგრევე რაღაც იყნოსა და პიტერსონი განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა. თუმცა არ იყო ამის არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც არ იყო არც მკვლელობის იარაღი…
2000-იანების დასაწყისის ამ რეალურ ისტორიაზეა აგებული ანტონიო კამპოსის დაძაბული სერიალი, რომელიც გულმოდგინედ გვიმალავს მთავარი გმირის უდანაშაულობას თუ დამნაშავეობას ამ საქმეში და მაყურებელს უფრო ანდობს მის გამოცნობას.