fbpx

არასტანდარტული სიუჟეტის დეტექტივი ელიზაბეთ მოსით მთავარ როლში.

ჟურნალისტ კირბი მაზრახის კარიერა ტრამვის გამო ისე ვერ აეწყო, როგორც მას უნდოდა: 1986 წელს მას იდუმალი მანიაკი დაესხა თავს, რომელმაც მუცელზე საშინელი იარა დაუტოვა. მანიაკი ვერ დაიჭირეს და იმის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია.
ექვსი წლის შემდეგ კირბის პოლიციის განყოფილებაში ამოცნობაზე იბარებენ. ქალაქის კანალიზაციაში პოლიციამ მოკლული ქალის გვამი აღმოაჩინა მსგავსი იარით და მათ ეჭვმიტანილიც ყავთ.
მაგრამ კირბის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს: მას არ ახსოვს არამარტო მანიაკის გარეგნობა, არამედ ბევრი რამ საერთოდ მის ცხოვრებაში.
სულ ეჩვენება რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, ზოგჯერ ვერც სამუშაო მაგიდას ცნობს, ზოგჯერ ვერც საკუთარ მეუღლეს.
მკვლელობის გამოძიებას ,,Chicago Sun-Times” -ის გამოცდილი რეპორტიორი დენ ველასკესი ჰკიდებს ხელს, რომელთანაც კირბი ერთიანდება, რომ მანიაკი გამოააშკარაოს…

 

სერიალი გადაღებულია სამხრეთ აფრიკელი ავტორი- ლორენ ბიუქსის რომანის მიხედვით, რომელიც სტივენ კინგის რომანების სტილშია დაწერილი. ელიზაბეთ მოსი გარდა მთავარი როლისა, ორი ეპიზოდის რეჟისორადაც გვევლინება აღნიშნული სერიალის პირველ სეზონში.

ელვარე გოგონები (Shining Girls)
შემქმნელი: დაინა რიდი, მიშელ მაკლარენი, ელიზაბეტ მოსი
2022წ. (აშშ)

Shining Girls (2022) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top