ქსავიე ჯანოლის ფილმი ახალგაზრდა პოეტზე ფრანგული პროვინციიდან, რომელიც მე-19 საუკუნის პარიზში სახელსა და ბოჰემურ ცხოვრებას ეძებს.
ემოციური დრამის ყურადღების ცენტრში, რომელიც ონორე დე ბალზაკის ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული,
ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც ფრანგულ პროვინციალურ ტიპოგრაფიაში ამწყობად მუშაობს. მის ფარულ ვნებას პოეზია და ადგილობრივი დიდებულის მომხიბვლელი მეუღლე წარმოადგენს. მის გამო იგი ტოვებს ადგილსამყოფელს და პარიზში მიემგზავრება, სადაც მაღალი წრის საზოგადოებასთან უწევს შეხება.
ხელმოცარულობა პოეზიაში აიძულებს ბულვარული პრესის ჟურნალისტიკაში სცადოს ბედი. აქ მას უეცრად ეხსნება ის ასპარეზი, რომელზეც ბევრი იოცნებებდა. მაგრამ ეს ძალიან ვიწრო და ბინძური გზაა, სადაც ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა, და საიდანაც ძალიან ადვილად შეიძლება ფეხი დაგიცდეს და ფსკერზე აღმოჩნდე…
ბალზაკის რომანის გმირი ლუსიენი და მისი ისტორია საოცრად ახლოა თანამედროვეობასთან.
ფილმის სიუჟეტი პირველწყაროსგან მცირე გადახვევებს აკეთებს. თუ ბალზაკის რომანში ერთ-ერთი მთავარი ორი გმირის დაპირისპირებაა და მელოდრამა მხოლოდ ფონი იყო იმ ადამიანებზე მოსაყოლად, რომლებიც საფრანგეთის ისტორიას და ახალ ბურჟუაზიას ქმნიდნენ, აქ უფრო აქცენტი ადამიანის სიმდიდრისა და სახელისკენ სწრაფვაზეა, და ამ გზაზე მორალური სახის შენარჩუნება – არ შენარჩუნებაზე.
სცენარის ადაპტაცია ასევე შორსაა პოლიტეკონომიური ქვეტექსტისაგან, რომელიც რომანში ბურჟუაზიულ სამყაროზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, ამხელა ნაწარმოების ორსაათნახევრიან ქრონომეტრაჟში ჩატევა შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფილმი ძალზედ საინტერესო და მრავალშრიანი გამოვიდა.
რეჟისორმა შეძლო საჭირო ატმოსფეროს შექმნა და მისი მთავარი დამსახურება ბალზაკისეული ცინიზმის მისივე რომანტიზმთან შეთავსებაა.
ადაპტერი
USB C TO 3.5MM
შეძენა
Type C-პორტის ტელეფონებისთვის, როგორებიცაა, 2018 iPad Pro, Google Pixel 6/5/4/3/3xl/2/2xl, Moto Z3/HTC U11, One plus 6T, Huawei P20/P20 Pro/P30/P30 Pro, HTC U11, Samsung S8/S9 / Samsung Galaxy NOTE 10 / 10+; Samsung Galaxy A80; Samsung Galaxy S21/S20/ S10 /S10+; Samsung Galaxy Tab S6 და სხვა.
MT1
კაბელიანი ყურსასმენი
მიკროფონით
შეძენა
დაკარგული ილუზიები (Illusions perdues)
რეჟისორი: ქსავიე ჯანოლი
2021წ. (საფრანგეთი)