fbpx

აუჩქარებელი სამეცნიერო ფანტასტიკა ოსკაროსანი მსახიობებით: ჯ.კ. სიმპოსონით და სისი სპეისეკით.
სერიალი გადაღებულია დებიუტანტი სცენარისტის ჰოლდენ მილერის ორიგინალური სცენარის მიხედვით.

 

ხანდაზმული წყვილი წყნარ და უდრტვინველ ცხოვრებას ეწევა. აირინი ინგლისურს ასწავლიდა სკოლაში, ფრანკლინი კი დურგალი გახლდათ. ეხლა ორივე პენსიაზეა. სადღაც ჩიკაგოში მათ შვილიშვილი ჰყავთ, თუმცა ის მოხუცებს იშვიათად სტუმრობს. ცოლ-ქმარს ერთი საიდუმლო აქვთ.

მათ პორტალს მიაგნეს, რომლის საშუალებით შეუძლიათ სხვა პლანეტაზე იმოგზაურონ და იქაური ფანტასტიკური პეიზაჟით დატკბნენ, შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ. ერთხელაც მათ ამ იდილიას ახალგაზრდა უცნობი არღვევს, რომელიც პენსიონერებს უცხოპლანეტელი ჰგონიათ.

 

დამაინტრიგებელი სიუჟეტი და ტიტულოვანი მსახიობების საუცხოო დუეტი.
ეპიზოდების დამდგმელების უმრავლესობა დამოუკიდებელი კინოს რეჟისორები არიან: ერთ-ერთი ოსკაროსანი არგენტინელი რეჟოსორი- ხუან ხოსე კამპანელაა( ,,საიდუმლო მათ თვალებში”), სარა კოლანჯელოს ორი ფილმი(,,აღმზრდელი”, ,,რა ღირს სიცოცხლე?”) სანდენის კინოფესტივლის მონაწილეა, ვიქტორია მაჰონი კი ბერლინალეს ოქროს დათვისთვის იბრძოდა ფილმით- ,,ყვირილით ზეცისკენ”.

ღამის ცა (Night Sky)
შემქმნელი: ჰოლდენ მილერი
2022წ. (აშშ)

Night Sky (2022) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top