fbpx

დანიელ ბრიულის მოულოდნელი დებიუტი რეჟისორის ამპლუაში და ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის ნომინაცია.

 

გერმანელ არტისტს- დანიელს ცხოვრებაში გაუმართლა: საყვარელი პროფესია, აღიარება კინოსამყაროში, ფეშენებელური სახლი ბერლინის პრესტიჟულ კვარტალში, საყვარელი მეუღლე, შვილები, თბილი კერა, ოჯახი.
ამ დილით იგი ჰოლივუდის ბლოკბასტერის სინჯებისთვის ემზადება. ლონდონში გამგზავრებამდე იქვე მეზობელ კაფეში შედის ყავის დასალევად, თან რამოდენიმე ზარს აკეთებს სცენარის დეტალების გასარკვევად( ინფორმაცია Marvel-ის სუპერ გმირის პერსონაჟზე საიდუმლო გრიფითაა დაცული). კაფეში მხოლოდ რამოდენიმე მუდმივი კლიენტია. ერთ-ერთი მათგანი ზორბა მამაკაცია სახის ცივი გამომეტყველებით. იგი ჯერ ავტოგრაფს სთხოვს დანიელს, მაგრამ მალე მის დამცირებაზე და შეურცხყოფაზე გადადის, მოულოდნელად კი საუბარში ისეთ დეტალებს აჟღერებს, რომელიც მხოლოდ ახლობელმა შეიძლება იცოდეს, ანდა სულაც კარის მეზობელმა…

 

ფილმი ბრიულის ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, მის მოგონებებზეა აწყობილი და სცენარისტ დენიელ კელმანის მიერ ოსტატურადაა აგებული, ისე რომ დეტექტიური ინტრიგა თითქმის ფინალამდეა შენარჩუნებული. როგორც ბრიულმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უცნაურმა შეხვედრამ ლისაბონის კაფეში და Marvel-ის ფრანჩიზაზე მუშაობის დროს შექმნილმა უხერხულმა სიტუაციებმა მისცეს ფილმის შექმნის და რეჟისორის სავარძლის მორგების ინსპირაცია. რა გამოვიდა აქედან, მაყურებელს თავად შეუძლია შეაფასოს და თავისით გადაწყვიტოს(ან მოიძიოს) რა არის ფილმში სინამდვილე და რაა შეთხზული..

 

მეზობლად (Nebenan)
რეჟისორი: დანიელ ბრიული
2021წ. (გერმანია)

Next Door (2021) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top